ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ერთადერთი მგზავრი, რომელიც ავიაკატასტროფას გადაურჩა

ჰავანაში, მაისის შუა რიცხვებში მექსიკური ავიაკომპანია Global Air-ის თვითმფრინავის Boeing 737-200-ის ჩამოვარდნის შედეგად გადარჩენილი ერთადერთი მგზავრის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Juventud Rebelde ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 19 წლის მაილენ დიას ალაგერი Calixto García- ს საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სამთვიანი მკურნალობის შემდეგ პალატაში გადაიყვანეს. ის ჰავანაში მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რეაბილიტაციის კურსს გაივლის.
ექიმების განცხადებით, ალაგერის მდგომარეობა კრიტიკული აღარ არის, თუმცა, ცოტა ხნის წინ მას მარცხენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.
18 მაისს, ჰავანის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისის შესრულებისას Boeing 737-200ი ჩამოვარდა, ბორტზე 113 მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევას მხოლოდ სამი ქალი გადაურჩა, მაგრამ 23 მაისს 23 წლის გრეტელ ლანდროვი დაიღუპა, ხოლო 25 მაისს 40 წლის ემილი სანჩესი. შესაბამისად, მაილენ დიას ალაგერი ერთადერთი მგზავრია, რომელიც ავიაკატასტროფას გადაურჩა.

ipress.ge

იტვირთბა....