ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სახელისუფლებო წნეხი რეგიონებზე იზრდება – ოპოზიცია ახალი გუბერნატორების წარდგენას ეხმაურება

რეგიონებზე კონტროლი მკაცრდება და სახელისუფლებო წნეხი იზრდება – ასე გამოეხმაურა ოპოზიცია შვიდი ახალი რეგიონის ახლადარჩეულ გუბერნატორებს. მათივე მტკიცებით გუბერნატორები ადრე ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდნენ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეფასებით, რეგიონებს ე.წ. ოდეერები მართავენ.

“მთელი ეს საკადრო შემადგენლობა არის საშუალოსნები და რეგიონებს უკვე მართავენ ოდეერები. რეგიონის მართვა პირდაპირ დამოკიდებული უნდა იყოს ამა თუ იმ ადამიანთა დამოკიდებულებაზე, ძალოვანებთან, სუს-თან, შსს-სთან. ქვეყანა იმართება არა დემოკრატიისა და თუნდაც, ნორმალური პარტიის წესით, არამედ იმართება კულვარულად და პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად., ბუნებრივია, რომ ეს ინტერესები პირდაპირ მიდის ბიძინა ივანიშვილთან,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების თქმით, კარგი იქნებოდა თუ გუბერნატორების ინსტიტუტი არჩევითი იყოს.

„თუ გავითვალისწინებთ გამოცდილებას, რომელიც გუბერნატორების მუშაობასთან მიმართებაში გვაქვს ამ 6 წლის განმავლობაში, რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს. მაგრამ ეს არის დამახასიათებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, რას გააკეთებენ და რას არა ახალი გუბერნატორები, ამას დრო გვიჩვენებს. მაგრამ ზოგადად, არამედ არა მარტო გუბერნატორების. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ ვარ სკეპტიკურად განწყობილი. პირადი გამოცდილებით ვიტყვი, რომ გაცილებით კარგი იქნებოდა, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი იყოს არჩევითი,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ.

იტვირთბა....