მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გურიის ყოფილი გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე რჩება მმართველი პარტიის გუნდში და ის თბილისში გადმოინაცვლებს.
სოზარ სუბარის თქმით, ჭანუყვაძემ გადადგომის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 2 კვირის წინ გააკეთა.
„მაშინ თხოვნა იყო, რომ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩენილიყო თანამდებობაზე, თუმცა გუშინ მასსა და პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა შედგა და საბოლოოდ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ის რჩება ჩვენს გუნდში, გადმოვა თბილისში ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში და რეგიონს ახალი ადამიანი წარუძღვება“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ გურიის გებერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ დღეს თანამდებობა დატოვა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში მან თავად დაწერა.