ხარკოვში ინციდენტი მოხდა პოლიციასა და შეიარაღებულ პირებს შორის. უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა საპატრულო პოლიციას. სამართალდამცველებმა სროლითვე უპასუხეს. ორმხრივი დაპირისპირების შედეგად მძიმედ დაიჭრა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახემ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს უკრაინელ სამართალდამცველ უწყებაზე დაყრდნობით.
როგორც ირკვევა თავდასხმა მოხდა ქალაქის ადმინისტრაციის შენობაზე, სადაც შესაბამისი შეტყობინების შემდეგ ადგილზე გაჩნდა საპატრულო პოლიცია.
“საპატრულო პოლიციამ ტაბელური იარაღი გამოიყენა და ორმხრივი სროლის შედეგად თავდამსხმელი ლიკვიდირებულია” – იუწყება “რია ნოვოსტი”.