ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორმოში მცირეწლოვანი ბავშვი ჩავარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
12 წლის ბავშვის ორმოდან ამოსაყავანად საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ.
რა გახდა ქვეითთა სავალი ნაწილის ჩანგრევის მიზეზი უცნობია. ბავშვი იაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.