ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

6 რეგიონის გუბერნატორობის კანდიდატების ვინაობა სავარაუდოდ ცნობილია

საქართველოს 6 რეგიონის ახალი გუბერნატორების ვინაობა დღეს გახდება ცნობილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სპციაურ ბრიგინგზე წარადგენს.

კონკრეტული გვარებისა და სახელების შესახებ მმართველ გუნდში ჯერ არავინ საუბრობს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით მათი ვინაობა ცნიბილია.

სამეგრელოს გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია,მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად შალვა კერესელიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, შიდა ქართლის ალეკო ხოჯევანიშვილი, იმერეთს შავლეგო ტაბატაძე უხელმძღვანელებს ხოლო სამცხე- ჯავახეთს ბესიკ ამირხანაშვილი.

როგორც იმერეთის გუბერნატორობის კანდიდატმა  შავლეგ ტაბატძემ განაცხადა მისის თანამდებობაზე დანიშვნა პრემიერის გადასაწყევტია.

“გასაუბრება იყო, შეხვედრები იყო. სავარაუდოდ კი, მაგრამ ეს პრემიერის გადასაწყვეტია. როდესაც ბატონი პრემიერი გადაწყვეტს ამას, დეტალურად ჩაგაყენებთ საქმის კურსში,” – განუცხადა “კურიერს” იმერეთის გუბერნატორობის კანდიდატმა შავლეგ ტაბატაძემ.

იტვირთბა....