ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე სერგეი შამბას განცხადებას ეხმაურება

ჩვენი პოლიტიკის ერთადერთი გზავნილი გახლავთ მშვიდობა. აქვე ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერის სერგეი შამბას განცხადებას.

“ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის არის ევროპული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

ჩვენი პოლიტიკის ერთადერთი გზავნილი გახლავთ მშვიდობა. აქვე ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გახლავთ ევროპული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება, სადაც დაცულია ყველა პიროვნების ინტერესი და ღირსება, სადაც ყველას აქვს საშუალება, მოახდინოს საკუთარი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზება.

ეს გახლავთ ჩვენი მხრიდან ერთადერთი და უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ცხოვრობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....