პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა რამდენიმეკვირიანი პაუზა აიღო და მოვლენებს აკვირდება.
მისი განცხადებით, “ქართული ოცნება” აკვირდება იმასაც, თუ რომელი კანდიდატები დარეგისტრირდებიან და ამის შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას.
“ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, ამავე დროს ვაკვირდებით იმასაც, თუ რომელი კანდიდატი დარეგისტრირდება და მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს. ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას,“ – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილია საპრეზიდენტო არჩევნები.