საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წარსულში გაკეთებულ განცხადებას ეხება.
“ხოდა მოვუსმინე და დავუჯერე ქალბატონ სალომეს, გადავახვიე და 2014-მდე მივედი, ხოდა ჰოი საოცრებავ: “რომელ ქვეყანას აქვს იმის ფუფუნება რომ ნახევარ მილიარდიანი სასახლე მიაგდოს და არ გამოიყენოს ? ეს რა არის რაღაც მდაბიო რევანშიზმის გამოვლინება? რადგანც სააკაშვილის უაზროდ აშენებულია, ამიტომ არ უნდა ვიხმაროთ”!
საპრეზიდენტო სასახლის გაუქმება, გვინდა არ გვინდა, რაღაც ანტი სახელმწიფო ნიშანს ატარებს, ქვეყნის დაქვეითების სიმბოლოა …. ჩამქრალი და უხმარი სასახლე უარყოფითი ნიშანიცაა… ამიტომ არსებობს და გამოვიყენოთ” – წერს ხიდაშელი ზურაბიშვილის ძველ გამონათქვამებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს პრეზიდენტის სასახლეში შესვლას და მზადაა, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში სამუშაო კაბინეტი ათონელის ქუჩაზე მოიწყოს.