“ცნობილია, რომ გენერალური გეგმის მიხედვით გვიწევს მუშაობა ჩარჩო გეგმებზე. ქალაქში შერჩეულია 11 არეალი, სადაც უნდა მოხდეს ჩარჩო-გეგმების დამუშავება და აღნიშნული არეალები სწორედ ამის მიხედვით განვითარდეს, რათა არ მივიღოთ შედეგები, რაც თბილისის ბევრ რაიონშია. ერთ-ერთი სამაგალითო არის სპორტის სასახლის უკან მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი და კონკრეტული ლოკაცია”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
იტვირთბა....