ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძეს სახელის შეცვლა აღარ მოუწევს: ცესკო-მ არჩევნებში პარტიის სახელით მონაწილეობის უფლება მისცა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 13 აგვისტოს მიღებული დადგენილების შედეგად, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის სახელით მონაწილეობის საშუალება მიეცა.

დადგენილების თანახმად, „2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ პარტიებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ ცესკოში საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის ან/და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის, მათ შორის ასევე იმ პარტიებს, რომლებსაც ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდათ რეგისტრაცია“, – ამის შესახებ ინფორმაცია ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ამბობდა,  რომ ცესკო-ს ინფორმაციით,  საპრეზიდენტო არჩევნებში ის ოფიციალურად  “გირჩი”-ს კანდიდატი ვერ იქნებოდა, რადგან პარტიამ კანდიდატი რომ დააყენოს, წინა არჩევნებზე უნდა იყოს რეგისტრირებული. ამის გამო მან გადაწყვიტა, რომ სახელი შეეცვალა და ყოფილიყო ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

“მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, რომ ჩემს სახელს დაემატოს “გირჩი”: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

 

იტვირთბა....