ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადება ჩვენთვის მისაღებია

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადება მმართველი გუნდისთვის მისაღებია.

“ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა კომენტარი ქალბატონი სალომესგან. მე არ მინდა შევიდე სიღრმეში, ვინაიდან ეს გამოვა ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის გამონათქვამების შეფასება. იყო პირველი განცხადება, რომელიც იძლეოდა ინტერპრეტირების საშუალებას სხვა მიმართულებით. ამის შემდეგ იყო სხვა გამოსვლები, სადაც სხვა კონკრეტული ინტერპრეტაცია მოვისმინეთ ქალბატონი სალომეს მხრიდან. ვფიქრობ, ეს ბოლო ინტერპრეტაცია იყო ჩვენთვის მისაღები, რადგან ზუსტად ასახავდა პროცესების იმ განვითარებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მმართველი გუნდის საბოლოო გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით იქნება ის, თუ რამდენად თანხვედრაშია იმ კონკრეტული კანდიდატის გამონათქვამები და პოზიციები მმართველი გუნდის პოზიციებთან.

მისი თქმით, მმართველ გუნდს სამი კვირა აქვს დრო, როცა კანიდდატების წარდგენის ვადა ამოიწურება. კობახიძე ამბობს, რომ სწორედ მაგ პერიოდში დაასახელებს მმართველი გუნდი თავის ფავორიტ კანდიდატს, რომელსაც არჩევნებში მხარს დაუჭერს.

სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადება აგვისტოს ომზე იხილეთ აქ:

ზურაბიშვილი – სააკაშვილმა რუსეთის სამხედრო პროვოკაციებს სამხედრო პასუხი გასცა, რითაც რუსეთს ომის დაწყების საბაბი მისცა”

 

იტვირთბა....