ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე – „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება და ამასთან დაკავშირებით, ბიძნა ივანიშვილის მხრიდან დასახელებული იყო სხვადასხვა არგუმენტი.

„პარტიის თავმჯდომარის მხრიდან დასახელებული იყო სხვადასხვა არგუმენტი. მათ შორის საუბარი იყო იმაზე, თუ რა ფუნქციები აქვს პრეზიდენტს. პრეზიდენტის უფლებამოსილებები უნდა იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც შეირჩევა პრეზიდენტობის კანდიდატი. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, რომ არის საპარლამენტო სისტემა და საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს აქვს თავისი შემოფარგლული ფუნქციები. ის არ არის აღმასრულებელი. საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი პარტიული კანდიდატი რომ დაგვეყენებინა, უნდა ყოფილიყო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ამით ამ ილუზიას ბუნებრივია, უფრო მეტად გავაძლიერებდით.

ჩვენ არ უნდა გავაძლიეროთ ილუზია. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი გახდებოდა ჩვენი პარტიული ლიდერი, კიდევ უფრო გაძლიერდებოდა ილუზია პრეზიდენტის ჭარბ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვისმინეთ კონტრარგუმენტები, თუმცა არგუმენტი, რომელიც წარმოადგინა პარტიის თავმჯდომარემ, არის ძალიან ძლიერი. მეც ვფიქრობ, რომ არასწორი იქნება, თუ პარტია წარადგენს თავის კანდიდატს.”, – განაცხადა კობახიძემ.

 

იტვირთბა....