ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი: “ქართული ოცნების მიერ, არჩევნებში უსუფაშვილის მხარდაჭერა, სახელმწიფოებრივად, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება”

ვითარება ისეთია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. “ქართული ოცნების” მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში დავით უსუფაშვილისთვის მხარდაჭერის გამოცხადება, სახელმწიფოებრივად, იქნებოდა საუკეთესო არჩევანი, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.

ხუხაშვილის თქმით, სამწუხაროდ, მმართველი გუნდის მიერ საუკეთესო არჩევანის გაკეთების კარგი გამოცდილება არ გვაქვს.

“იმიტომ, რომ ერთია პოლიტიკური თამაშები და პოლიტიკურ პრიზმაში ყველაფრის ყურება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, სახელმწიფო პრიზმაში გავიხედოთ – როგორი პრეზიდენტი გვინდა, ვინ გვინდა და რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ მხრივ, უსუფაშვილი საუკეთესოა. სამწუხაროდ, არ გვაქვს იმის კარგი გამოცდილება, რომ მმართველი გუნდი საუკეთესო არჩევანს აკეთებს. აქედან გამომდინარე, ეს იქნებოდა საუკეთესო გადაწყვეტილება, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, საკმაოდ არარეალური”, – განაცხადა ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. მმართველი გუნდის განცხადებით, ისინი რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს. ასეთდ კი სალომე ზურაბიშვილი მოიაზრება. თუმცა, “ქართული ოცნების” ნაწილს სურს, რომ გუნდს არჩევნებში საკუთარი კანდიდატი ყავდეს.

იტვირთბა....