ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ევროპული საქართველო” ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი

“ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი.

პარტიაში ამბობენ, რომ აზერბაიჯანმა ციხიდან ილგარ მამადოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ვანო მერაბიშვილის მსგავსად, პატიმრობა სტრასბურგში ჰქონდა გასაჩივრებული და ევროკონვენციის 18 – მუხლი მოიგო.

“ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ეს პრეცენდენტი მხედველობაში მიიღოს და ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების პროცედურა დაუყონებლივ დაიწყოს.  ევროსაბჭოს წევრი ყველა ქვეყნიდან დღეს, მხოლოდ საქართველოს ჰყავს ოფიციალურად პატიმარი, რომელზეც დადგენილია ევროკონვენციის მუხლის დარღვევა“, – აცხადებს ოთარ კახიძე.

იტვირთბა....