იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხდა, რომ ის პრეზიდენტივით არ არის და გადამდგარ ადამიანს (ნინო გვენეტაძეს) უკან ქვას არ დააწევს.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გაკეთებულ განცხადებას, სადაც აცხადებს, რომ ნინო გვენეტძემ ვერ გაამართლა მისი იმედები.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტ მაგველაშვილის ამ შეფასებას გამოეხმაურა.
„მანამ სანამ საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც ნინო გვენეტაძე თავის დროზე პარლამენტს შესთავაზა, არ შეაფასებს მისივე გადაწყვეტილებას და არ გვეტყვის რა იყო ამაში კარგი ან რა იყო ნაკლოვანი, რა თქმა უნდა, ზედაპირული მეჩვენება მისგან საუბარი თუ რა უნდა იყოს მომავალში.
საქართველოს პრეზიდენტისა და მისი თანამშრომლებისგან განსხვავებით, მე არ მჩვევია, როდესაც ფართო კონსულტაციების შედეგად, ყველასთან შეთანხმებით დავდგები მედიის წინაშე, განვაცხადებ- წარმოგიდგენთ კანდიდატურას ამას და ამას, და როცესაც ეს ადამიანი გადადგება, მას შემდეგ რამდენიმე საათში უკან ქვა დავაწიო. ეს არ არის ჩემი მიდგომა. ჩემი იდგომა არის სხვანაირი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მის თანამშრომლებს, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ პარლამენტს შესთავაზეს ნინო გვებეტაძის კანდიდატურა, შეაფასონ მაშინდელი გადაწყვეტილება და გვითხრან, საზოგადოებასაც და მეც, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება სწორი, რატომ იკავებენ თავს შეფასებისგნა, რაც იყო დღემდე და რას აპირებენ მომავლში“, – განაცხადა თეა წულუკიამა.