ვარკეთილში ცოტა ხნის წინ მომხდარი შემთხვევა, რის შედეგადაც 38 წლამდე მამააკცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი კაცი დაიჭრა, სავარაუდოდ სასიყვარულო ისტორიას უკავშირდება. ამის შესახებ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მცხოვრებლები საუბრობენ.
გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ადამიანის მკვლელობასა და მეორის დაჭრაში ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში სროლის შედეგად 38 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაიჭრა. დაჭრილი 45 წლამდე მამაკაცია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან მოხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 108-ე და 19/109-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.