ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი – ექსპერტიზას არ დაუდგენია, რომ ლორა სმიტი გაუპატიურებულია, ჩემი კლიენტი კი მკვლელი არაა

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მისი კლიენტი არ არის მკვლელი, არამედ საქმის მთავარი მოწმეა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კობაიძემ განაცხადა, ლორა სმიტის სხეულზე აღმოჩენილია კობაურის ბიოლოგიური მასალა, მაგრამ დამტკიცებული არაა, რომ ლორა გაუპატიურებულია.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმეში ბევრი ქაოსი და არეულობაა. მე ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ექსპერტიზები არასწორად არის ჩატარებული“, – განაცხადა კობაიძემ.

მისივე თქმით, საქმეში, დაახლოებით, 7 პირი ღებულობდა მონაწილეობას და დაცვის მხარე საკუთარ ექსპერტიზას ჩაატარებს.

იტვირთბა....