მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წერილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო, სადაც ხაზგასმულია, რომ ფიფას მონაცემთა ბაზებში არ იძებნება არანაირი ინფორმაცია ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების შესაძლო თამაშზე საქართველოს აფხაზეთის რეგიონში. ინფორმაციას პირველი რხი ავრცელებს.
მეტიც, აფრიკის კონტინენტზე ფიფას ოფიციალური წარმომადგენელი ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა, სადაც ოფიციალურად უარყვეს ინფორმაცია ნიგერიის რომელიმე ასაკობრივი ნაკრების სოხუმში ჩასვლის თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ ცორა ხნის წინ გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრები აპირებდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლას. ვითარებაში გასარკვევად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ იმთავითვე მიმართა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციასა და ნიგერიის ფეხბურთის ასოციაციას.