საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა პროვოკაციას არ უნდა წამოგებოდა.
ზურაბიშვილმა დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომის დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.