ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თავისუფალი დემოკრატები” საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უსუფაშვილს დაუჭერს

საპრეზიდენტო არჩევნებში “თავისუფალი დემოკრატები”  მხარდაჭერას დავით უსუფაშვილს უცხადებენ. პარტიის თავმჯდომარის შალვა შავგულიძის განცხადებით, უმთავრესია პრეზიდენტის ინსტიტუტის დამოუკიდებლობა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.

მისი თქმით, დავით უსუფაშვილი იყო უმაღლესი კლასის სახელმწიფო მოხელე და არის საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატი. შალვა შავგულიძის განმარტებით, დავით უსუფასშვილს სხვა კანდიდატებთან შედარებით გამარჯვების მაღალი შანსი აქვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 6 აგვისტოს ოფიციალურად განაცხადა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა. 6 აგვისტოსვე ცნობილი გახდა, რომ არჩევნებში ქართული ოცნება კანდიდატას არ წარადგენს, ყველა კანდიდატის დასახელების შემდეგ კი რომელიმეს დაუჭერს მხარს.

24 ივლისს, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა არ გამორიცხა, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში ინფორმაცია, რომ ეს კანდიდატი სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე ოპოზიციურ ჯგუფთან ერთად პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა, „ევროპულმა საქართველომ“ -დავით ბაქრაძე; „გირჩის“ კანდიდატია – ზურაბ ჯაფარიძე; თავისი გეგმების შესახებ ჯერჯერობით არაფერს ამბობს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც „ოცნების“ მხრიდან კანდიდატის წარდგენას ელოდება. პრეზიდენტად კენჭს იყრის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი. საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილიც.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება.

იტვირთბა....