რუსთავში ტექნიკის მაღაზია “მეგატექნიკა” მეორედ გაქურდეს.
უცნობმა პირმა მაღაზიაში მინის ჩამტვრევის შედეგად შეაღწია და ლეპტოპი მოიპარა.
არსებული ინფორმაციით მაღაზიაში 1 პირი შეიჭრა, რომელიც სავარაუდოდ არასრულწლოვანია.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სსკ 19-177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები