aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

მაჩალიკაშვილი: “ISIS-ის ვიდეო ქართული უშიშროების სამსახურის გაკეთებულია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მალხაზ მაჩალიკაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას ISIS-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც “პალიტრანიუსმა” გაავრცელა

“ISIS-ის ქართული დაჯგუფების არასდროს მსმენია. მე ვფიქრობ, ჩემი გუშინდელი ვიზიტის ჩაშლის ამბავთან დაკავშირებით, სუს-მა ბინძური თამაში წამოიწყო და ვიდეოში თემირლანის ფოტო ჩააგდო. მე ვფიქრობ, რომ ვიდეო ქართული უშიშროების სამსახურის მიერაა გაკეთებული.

ვიდეოში ამბობენ, რომ ჩვენ დავხოცავთ, შურს ვიძიებთ. ამათ უნდა თქვან, რომ თემირლანიც მაგათი ძმა ყოფილა. მთელმა მსოფლიომ იცის რა დანაშაულიც ჩემს წინააღმდეგ ჩაიდინეს. მე არ ვიფიქრებ, რომ ოდესმე რომელიმე ქართული მუსულმანური დაჯგუფება საქართველოს წინააღმდეგ წამოვა. თუ წამოვა და მე ვიქნები მათი პირველი მოწინააღმდეგე”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

იტვირთბა....