ესპანელმა სამართალდამცველებმა მარბელიაში 2 ქართველი და ერთი სომეხი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დააკავეს. დაკავებულია სომხეთის მოქალაქე ა.ს. და საქართველოს მოქალაქეები ლ.ბ. და ი.ფ.
სამივე ეჭვმიტანილი რესტორანში აიყვანეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სავარაუდოდ, შეხვედრის დროს რესტორანში, ისინი რომელიღაც სხვა დაჯგუფების წევრის მკვლელობას გეგმავდნენ.
სამივე მამაკაცის დაკავება ივნისში ჩატარებული ხმაურიანი ოპერაციის გაგრძელებაა, როდესაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით 129 ადამიანი დააკავეს.
იტვირთბა....