ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბახტაძე: “უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს აპოლიტიკური”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს აპოლიტიკური.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამ მიიდგომას იზიარებს.

“ჩემი პოზიცია არის ისეთი, როგორიც ალბათ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის, რომ ის კანდიდატი, ვინც შეირჩევა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს აპოლიტიკური და უნდა სარგებლობდეს ძალიან მაღალი რეპუტაციით როგორც პროფესიულ წრეებში, ასევე ზოგადად საზოგადოებაში. ეს არის ჩემი მიდგომა და დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის უმრავლესობა ამ მიდგომას იზიარებს”, – აღნიშნა პრემიერმა.

იტვირთბა....