ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში “ტექნობუმში” ხანძარი გაჩნდა

ბათუმში  „ტექნობუმში“ ხანძარი იყო.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ოთხი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. დამწვარია დაახლოებით 250 კვ.მ. ფართი. მაღაზიაში ტექნიკის ნაწილი განადგურდა. წინასწარი ინფორმაციით, ზარალი მილიონ ლარზე მეტს აღემატება.

სავარაუდოდ ხანძარი ელექტროსადენებიდან გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლოვაში სამაშველო-სახანძრო ბრიგადები და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

იტვირთბა....