გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრები ჩადის, რადგან 8 აგვისტოს აფხაზეთის ე.წ. ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩია დაგეგმილი.
სწორედ, ამიტომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს მიმართავს და სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირებას სთხოვს.
ფიფასთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წერილით მიმართა ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციასაც.
ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადებაში წერია, რომ ფედერაცია ყველა საშუალებას გამოიყენებს, რათა არ დაუშვას ქართული სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული სპორტული ქმედებები.