საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს საშტორმო სიტუაციის შესახებ აფრთხილებს.
“დღეს, 4 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია
შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება
აკრძალვა მოქმედებს 5 აგვისტოს 10:00 საათამდე
გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები” – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.