ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზაზა სარალიძე გახარიასა და შოთაძის დაკითხვაზე პირველ კომენტარს აკეთებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შსს მინისტრისა და ყოფილი მთავარი პორკურორის ირაკლი შოთაძის დაკითხვის შემდეგ პირველ კომენტარს “ტვ პირველთან” აკეთებს.

“საზოგადოება უკვე ნათლად ხედავს თუ ვინ რა დაარღვია, ვინ ვის დააფარა ხელი და როგორ აფარებს პროკურატურა ხელს მკვლელებს დღესაც. ლოგიკური კითხვები დაისვა საგაოძიებო კომისიის მხრიდან და პასუხებიც ადეკვატური იყო, მაგრამ ვნახოთ, საბოლოო ჯამში რა შედეგი დადგება”, – განაცხადა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1 დეკემბერს მოკლეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით ლევან დადუნაშვილის მკვლელობაზე 1 პირია დაკავებული, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს საქმე გადაუკვალიფიცირდა და ის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულეს. აქედან გამომდინარე, უცნობია თუ ვინ მოკლა დავით სარალიძე.

სარალიძის მამა ითხოვს მიხეილ კალანდიას დაკავებას და ამბობს, რომ ყველა მტკიცებულება კალანდიას დანაშაულზე მიუთითებს. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ გამოძიება მფარველობდა და ახლაც მფარველობს კალანდიას. სწორედ სარალიძის მიერ დაწყებული აქციბის შემდეგ თანამდებობა დატოვა ირაკლი შოთაძემ.

 

იტვირთბა....