ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამოდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამოდენიმე უბანს 6 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.

“ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, წყნეთის გზატკეცილის, იმედაძის, უჩანეიშვილის, ფალიაშვილის, რამიშვილის, აბაშიძის, არაყიშვილის, ყიფშიძის, მიქელაძის და გაბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კალოუბნის ქუჩის მცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის და ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების, ნუცუბიძის, ჟღენტის და კაპანელის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ალექსიძის ქუჩის მცხოვრებლებს. 14:30 საათიდან 16:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტე აფხაზის, სიონის, შარდენის, თუმანიანის, ბამბის რიგის და ერეკლე მეორეს ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის, კრწანისის, გორგასლის, გულიას (ნაწილობრივ) და მეფე სოლომონ II ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის მთის, ლოტკინის ხევის, სართანიას, კამალოვის, დობროლიუბოვის, კალიუჟინის, კობალაძის, კახიანის, ურიდიას, კიკნაძის, გულრიფშის, ვასილ თამარაშვილის (ნაწილობრივ), ჟღენტის, სამღერეთის, ზედაუბნის, კოდალოს, კაჭრეთის, მაღაროს, ეკლესიის, თიგიშვილის და ენისელის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:30 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, მანჯგალაძის, ურიდიას, ხიმშიაშვილის, ალილუევას, კიკნაძის, მიქატაძის, კონსკაიას, სურგულაძის და ჩხიკვაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორკის, ნათიშვილის, ბუხაიძის, ჯავახიშვილის, ჩიტაიას, ანაკლიის, სულუხიას და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს”, – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.

იტვირთბა....