ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქალბატონო თეა, არ ვიცი აქ რატომ ხართ – წულუკიანის გამოკითხვა 4 წუთი გაგრძელდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოიკითხა და პროცესი 4 წუთი გაგრძელდა.

“ქართული ოცნების” წევრებს მინისტრთან კითხვები არ ქონიათ. მათთვის გაუგებარი იყო თეა წულუკიანის კომისიაზე დაბარების მიზეზი.

თითქმის არ ქონიათ კითხვები მინისტრთან არც “ევროპული საქართველოს” წევრებს. ოთარ კახიძემ დაუსვა ორი კითხვა თეა წულუკიანს –  იცნობდა თუ არა მირზა სუბელიანს და ირაკლი შოთაძის გადადგომასთან დაკავშირებით დაწერილი ფეისბუქი პოსტი იყო თუ არა ნამდვილი მისი. თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ ის არ იცნობდა მირზა სუბელიანს, ხოლო პოსტი ნამდვილად მისი იყო.

შეგახსენებთ, რომ დღეს ხორავას ქუჩის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გამოიკითხნენ.

 

 

იტვირთბა....