ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

” საზოგადოებას აქვს მენტალური პრობლემა, არავინ თანამშრომლობს გამოძიებასთან”

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ საზოგადობას აქვს მენტალური პრობლემა და არ თანამშრომლობს გამოძიებასთნ.

„ინციდენტში ათეულობით ახალგაზრდა მონაწილეობდა და სულ რამდენიმე მოწმე იძლევა საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, საიდანაც მოხდა მძიმე დანაშაულში გარკვეული პირების მხილება, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, ეს არ არის პროკურატურის ან შსს-ს პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა და ჩვენ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ როდესაც ადამიანი შეესწრება დანაშაულს, უნდა მივიდეს პოლიციაში და ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

რაც ეხება მირზა სუბელიანს, ის მივიდა განყოფილებაში, მისმა შვილმა მისცა ჩვენება და მათ ბოლომდე ითანამშრომლეს გამოძიებასთან“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ. დღესვე კომისია იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს 15:00 საათზე მოუსმენს.

იტვირთბა....