ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ასე თუ გავაგრძელებთ, შეიძლება კომისიის მუშაობის შემსწავლელი კომისია დაგვჭირდეს”

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ კომისიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ხუთი ოფიციალური გამომძიებლიდან მხოლოდ ერთი გამოკითხა და დაიბარა ორი სხვა გამომძიებელი, რომლებიც არასრულწლოვნების საქმეებზე არ იყვნენ სერტიფიცირებული.

„საქმეს ჰყავს ხუთი ოფიციალური გამომძიებელი. ამ ხალხიდან ეძახით მხოლოდ ერთს და ეძახით კიდევ ორ ადამიანს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში გეუბნებიან, რომ მე არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებით სერტიფიცირებულიც არ ვარ, გამოძიებაში მონაწილეობა არ მიმიღია, მხოლოდ საკოორდინაციო ფუნქციას ვასრულებდი და ამას არ ისმენთ“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ. დღესვე კომისია იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს 15:00 საათზე მოუსმენს.

იტვირთბა....