ხორავას ქუჩაზე შექმნილმა დროებითმა საგამოოძიებო კომისიის წევრების კითხვებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავრი პროკურორი ირაკლი შოთაძე პასუხობს.
გახარიამ ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე პასუხების ინტერპრეტირებაში დაადანაშაულა. მინისტრმა თქვა, რომ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ის დასმულ კითხვებს მოკლე პასუხებს სცემს, თუმცა კომისიის წევრების მხრიდან მისი მიერ გაცემული პასუხების ინტერპრეტირება ხდება.
„თუ მოკლე შეკითხვები, მოკლე პასუხები ამ თამაშის წესებს ვიღებთ და ნორმალურად გპასუხობთ. როგორც კი დაიწყებთ ინტერპრეტაციებს თქვენსას, ინტერპრეტაციებით გიპასუხებთ. ამის საშუალება ჩვენც გვაქს და უფლებაც, ამიტომ, მოკლე შეკითხვა, მოკლე პასუხი, თუ შევთანხმდით, შევთანხმდით,“ – განაცხადა მინისტრმა.
რაზეც სერგი კაპანაძემ უპასუხა, რომ თავად კომისიის წევრები გადაწყვეტენ, როგორ კითხვებს დასვამენ და მან ასევე, აღნიშნა, რომ გახარიას და შოთაძეს შეფასებების გაკეთებაც მოუწევთ დღევანდელ სხდომაზე.
საგამოძიებო კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის კითხვას, იცოდა თუ არა, რომ მირზა სუბელიანის სატელეფონო საუბრები საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით ამოიღეს და არა მანამდე, მინისტრმა უპასუხა, რომ ახლა შეიტყო ამის შესახებ და გადაამოწმებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ. დღესვე კომისია იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს 15:00 საათზე მოუსმენს.