ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ორშაბათიდან ვიწყებ ფართო კონსულტაციებს”: პრეზიდენტმა გვენეტაძის გადადგომასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ნინო გვენეტაძის გადადგომასთნ დაკავშირებით სპეცოალურ ბრიფინგს მართავს.

“ორშაბათიდან ვიწყებ ფართო კონსულტაციებს მოსამართლის შერჩევასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს საზოგადოების ფართე ჩართულობას. ის არ იქნება ჩემი პოლტიკურიკანდიდატი, არამედ ის იქნება საზოგადოების კანდიდატი”- ასეთი განცხადება გააკეთ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს პრეზოდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ უზენაესი სასამართლო თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძის მიერ თავის დროზე გაკეთებული განცხადება, რომ მასზე ხორხცილდებოდა ზეწოლა არ დარჩება ყურადღების მიღმა, რადგან მისი  თქმით აუცილებელია შეჩერდეს და არ გაგრძელდეს მსგავსი ინსტიტუციები რყევა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ნინო გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროებას ასახელებს.

 

იტვირთბა....