ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე უზენაესი სასამართლოს გადაწვეტილებას, ე.წ. ციანიდის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ აფასებს და ამბობს რომ ესააა უსამართლო მადიდებლობა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ისეთივე უსირცხვილო და უტიფარია, როგორიც ციანიდის საქმის სასამართლო სხდომების დახურვა.
მეუფე პეტრეს ტქმით ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს
„კითხვები უკვე კარგა ხანია გააჩინა სასამართლოს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ, უღმერთოებამ უსამართლობის მადიდებლობამ და პასუხიც უკვე აქვს დარწმუნებული ვარ სრულიად საქართველოს მათ მიმართ, რომ ჩვენ არ გვაქვს მართლმსაჯულება ქვეყანაში.
ეს ისეთივე უსირცხვილო და უტიფარი იყო დღევანდელი მათი გადაწყვეტილება როგორც უსინდისო და უტიფარი იყო სასამართლო პროცესების დახურვა თავის დროზე.
მაქვს მოლოდინი და დიდი რწმენა, რომ საქართველო და ქართველი ერი აუცილებლად გათავისუფლდება ამ უსამართლობისგან და აუცილებლად იზეიმებს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და აუცილებლად ჩვენი სახელმწიფოებრიობა მართლმადიდებელ ქრისტიანულ ღირებულებებზე, რომის სამართალზე და ბერძნულ დემოკრატიაზე იქნება დაფუძნებული.
ფაქტიურად არ არსებობს არცერთი სვეტი ამ სამიდან, რომელიც აუცილებელი პირობაა სახელმწიფოებრიობის არსებობის“- განაცხადა მეუფე პეტრემ.