“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ტვ პირველის ეთერში, არჩევნების თარიღის გამოცხადებას ეხმაურება.
როგორც ნათელაშვილმა განაცხადა არჩევნების თარიღი მისთვის მიუღებელია.
“ყოველთვის ასე იყო, რომ მთავრობის შეკვეთით პრეზიდენტი ოქტომბრის შუალედების დასაწყისში ნიშნავდა არჩევნებს. ესაა პერიოდი როცა შიდა მიგრაციაა, ადამიანები გასულები არიან მინდვრებში, ბაღ-ვენახებში, მიდის რთველი, სიცხეები ახალი ჩავლილია – ეს ყველაფერი ერთობლიობაში საარჩევნო პროცესიდან წყვეტს მინიმუმ 400 000 ამომრჩეველის ხმას.
სწორედ ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ, რომ არჩევნები დანიშნულიყო 31 ოქტომბერს. ადამიანურ თარირში და ადამინურ დღეში საარჩევნო გაგებით.
31 ოქტომბერი ოთხშაბათი დღეა. დღესაც კი მნიშვნელობა აქვს. საერთოდ ადგილი, დრო და ვითარება გადამწყვეტია რევოლუციებისთვის, ისტორიისთვის, არჩევნებისთვის, ადამიანის ბიორიტმებისთვის, სამეცნიერო აღნოჩენებისთვის, კოსმოსში გაფრენისთვის. მოგეხსენებათ კოსმოდრომიდან რამდენიმე დღე ელოდებიან შესაბამისი სიტუაციიის დადგომას და ხშირად გადადებები ხდება მარსზე და ვენერაზე გამფრენი კოსმოსური ხომალდების გამო. იგივე სიტუაციაა არჩევნების კუთხითაც. ერთ წამს, ერთ გაწვიმებას შეუძლია შეცვალოს მთელი სურათი. ამიტომ შაბათ-კვირა არის ასევე მიუღებელი. რადგან ვიმეორებ ხალხი გადის სოფლეფში, ჭირნახული უნდა, რაღაცა უნდა დააკონსერვოს და გადაინახოს ზამთრისთვის, ზოგს ქორწილი აქვს დანიშნული და ასე შემდეგ.
ასე, რომ შაბათი-კვირა მიუღებელია ჩვენთვის” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.