ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ვიცი რაც მოხდა”: ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის ძმამ ჟურნალისტებს უპასუხა

ჟურნალისტებთან საუბრისას ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილის, მ.კ-ს ძმის თქმით, მან იცის რაც მოხდა, მაგრამ ვერაფერს იტყვის.

“ვიცი, რა მოხდა, ჩემი ძმისგან თუ სხვა წყაროსგან, ამას ვერ ვიტყვი” – განაცხადა მ.კ.-ს ძმამ.
მისი თქმით, მან პარლამენტის საგამოძიებო კომისიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. განმარტა ისიც, რომ 1-ელ დეკემბერს პირადად ხორავას ქუჩაზე არ ყოფილა და ძმას პეტრიაშვილის ქუჩაზე მიაკითხა.

მ.კ.-ს ძმას ბრალი დანაშაულის დაფარვაზე აქვს წაყენებული. ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ხორავას ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.

იტვირთბა....