ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ავტობუსში განთავსებული მაინერები, რომლითაც ელექტროენერგიის მიტაცება ხდებოდა

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველებმა თბილისში, ავტობუსში განთავსებული მაინერები ამოიღეს, რომლითაც ელექტროენერგიის მიტაცება ხდებოდა.

პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნული ე.წ. მაინერების საშუალებით ელექტროენერგიის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას ჰქონდა ადგილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და 3-დან 5  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ.

 

იტვირთბა....