ახალი ამბები

NDI: “საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია”

NDI-ის კვლევის თანახმად, ბოლო გამოკითხვასთან შედარებით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია. კვლევის მიხედვით, რესპოდენტთა 75%-სთვის მისაღებია, რომ საქართველო ნატო- ს წევრი გახდეს. აღსანიშნავია, რომ წინა კვლევის მიხედვით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი 60%-ზე ოდნავ მეტი იყო.

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მიუღებლად გამოკითხულთა 17% მიიჩნევს, 8%-ს კი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე პოზიცია არ გააჩნია.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით. კვლევის ცდომილების ზღვარი ±1,9%-ია.

კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.

იტვირთბა....