ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI: “გამოკითხულთა 74%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემდა ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში”

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 74%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, თუ ვის მისცემდა ხმას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს.

NDI-ის მიერ დასმულ შესაბამის კითხვაზე, გამოკითხულთა 20% აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს, თუ ვის მისცემს ხმას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, 5% აცხადებს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 1 % კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია.

იტვირთბა....