ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI : “გამოკითხულთა 74% აცხადებს, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს”

NDI-ის გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს.

გამოკითხულების მხოლოდ 18% მიიჩნევს, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია უნდა მოხდეს.

სხვა ნარკოტიკული საშუალებების შესახებ კვლევის ფარგლებში კითხვა არ დასმულა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით. კვლევის ცდომილების ზღვარი ±1,9%-ია.

შეგახსენებთ, რომ კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.

იტვირთბა....