“სალომე ზურაბიშვილი ბოლო წლებშ იყო “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყველაზე აქტიური აქტივისტი. ის, რომ ახლა “ქართული ოცნება” ზურაბიშვილის სახით დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერს მხარს, ძალიან სასაცილოა. მახსოვს, 2012 წელს მეც კი მთხოვდა-ხოლმე, რომ იქნებ, რამენაირად დავხმარებოდი, რომ მარგველაშვილის ნაცვლად, მისი კანდიდატურა წამოეყენებინათ პრეზიდენტად. ყველას მიმართავდა, ვისზეს ეგონა, რომ რაიმე ტიპის გადაწყვეტილებაზე გავლენას მაოხდენდა”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი, დიდი ალბათობით, პრეზიდენტად იყრის კენჭს. მან უკვე მიმართა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის თემაზე. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი გუნდის მხარდაჭერა სწორედ ზურაბიშვილს ექნება. არჩევნები, სავარაუდოდ, 28 ოქტომბერს ჩატარდება.