თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ბრალდებულის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, რომელიც ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული, აღმოჩნდა სისხლის კვალი.
„ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ბრალდებულის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, რომელიც ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული, აღმოჩნდა სისხლის კვალი. ასევე სისხლის კვალი აღმოჩნდა ბრალდებულის ავტომობილშიც.
ტანსაცმელზე, რომელიც ბრალდებულის სახლიდან ამოიღეს, იქაც აღმოჩნდა სისხლის კვალი”, – განაცხადა პროკურორმა.
2 აგვისტო, 13:00 საათზე შემდეგი სასამართლო სხდომა გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.
ლადო გრიგალაშვილს ბრალი 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს.