ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ივანიშვილი: “არ არსებობს ნახევრად ფეხმძიმე ქალი, არ არსებობს ნეიტრალური კანდიდატი პოლიტიკაში”

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცახდა, რომ ივანიშვილი იოლად არაფერს დათმობს.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა საზოგადოების განწყობა ბოლო დროს მიმდინარე აქციებზე დაინახა.

„რა თქმა უნდა, ივანიშვილი შეეცდება ახლა, კუდი გადმოგვიგდოს, რათა სხეული ანუ მილიარდები გადაარჩინოს. ეს კუდია ის ზუსტად, რაც მან განაცხადა, რომ არ დაასახელებს ან ნეიტრალურს დაუჭერს მხარს. არ არსებობს ნახევრად ფეხმძიმე ქალი, არ არსებობს ნეიტრალური კანდიდატი პოლიტიკაში, მით უფრო, საპრეზიდენტო პოსტზე. ის ან რომელიმე პოლიტიკური ინტერესების მატარებელია ან საერთოდ არ არსებობს, როგორც პოლიტიკოსი და კანდიდატი და წარმოადგენს ვიღაცის სატელიტს, ვიღაცის სამართავ თოჯინას,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მან ოპოზიციას მოუწოდა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 31 ოქტომბრის დასახელება მოსთხოვონ.

იტვირთბა....