ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ორმხრივი სროლის შედეგად საფრანგეთში 7 ადამიანი დაიჭრა

ორმხრივი სროლის შედეგად საფრანგეთის ქალაქ ბონში  7 ადამიანი დაშავდა.

გამოცემა Le Parisien პოლიციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მათ ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 04:20 წუთზე სენ-ჟაკის რაიონში მოხდა. ამ დროისთვის დაუდგენელი პირი ავტომობილიდან გადმოვიდა და ადამიანთა ჯგუფს ცეცხლი გაუხსნა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. წინასწარი ვერსიით, სროლის მიზეზი პირადი  ანგარიშსწორებაა.

იტვირთბა....