“Известия” ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ეუთო მზადაა ეწვიოს ყირიმს, რათა შეაფასოს იქ არსებული ადამიანთა უფლებები.
მას მერე, რაც ყირიმი რუსეთის შემადგელობაში შევიდა, ეუთომ არაერთხელ გაუსვა ხაზი რეგიონში ადამიანთა უფლებების დარღვევებს. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ახლა ორგანიზაციის წარმომადგენლები თავად ჩავლენ და ყველაფერს თავად შეამოწმებენ.
თუმცა იქ ჩასვლა ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული, მაგალითად, ყირიმზე მოსახვედრად მათ ჯერ უნდა მიიღონ მოწვევა კიევისგან, ხოლო ყირიმის ამჟამინდელმა, მოქმედმა ხელისუფლებამ მათ ნება უნდა დართონ, რომ უკრაინის ტერიტორიიდან შევიდნენ.
ყირიმის მუდმივმა წარმომადგენელმა რუსეთის პრეზიდენტის წინაშე გეორგი მურადოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მიესალმება საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ყირიმის მონახულებას იმ შემთხვევაში, თუკი დაცული იქნება რუსეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ნორმა
“რუსეთის გარეშე ნახევარკუნძულზე მოხვედრა შეუძლებელია”,- აცხადებს წარმომადგენელი