ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თელასის” აბონენეტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 27 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ინფორმაციას ს.ს “თელასის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

“ისნის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, ტვიშის, უშაკოვის, მთისძირის, ყვარლის, ამირეჯიბის, საბანაკოს, მელაანის, მესხეთის, შალვა მშველიძის, ცუცქირიძის, წალენჯიხის, მიქელაძის, გეზათის, ჯორჯ ბუშის, ტოლენჯის, მეტეხის და რატილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგურ სამგორის მიმდებარე ტერიტორიის, ნავთლუღის დასახლების, მოსკოვის გამზირის და წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდხევის აღმართის, ჯავახიშვილის, ხეთაგუროვის, ტოლსტოის, კანკავას, აჯამეთის, ჩიქობავას, გოცირიძის და ზურაბ ქვლივიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV, VI, VII, VIII, IX კვარტლების, მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიის, აეროდრომის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, შუამთის, ჯავახეთის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, რკინიგზის ჩიხის, თვალჭრელიძის, მაისურაძის, მიხეილ გახოკიძის, ბერიაშვილის და დამპალოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, ილია ბაბუციძის, ნაკადულის და ოცხელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბჟოლეთის, ახალდაბის, არალეთის და მოლითის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე იბერის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ანტონოვსკაიას, ქართველიშვილის და ოთარ ჭილაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის, ტაშკენტის და ბუდაპეშტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის, რაზმაძის და პეტრიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი წავკისის და შინდისის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.

იტვირთბა....