სამართალდამცავებმა ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღებისთვის 5 პირი დააკავეს. დანაშაულებრივი ჯგუფი ახალი თაობის ფსიქოაქტიური ნივთიერების რეალიზაციას თბილისსა და ბათუმში, ელექტრონული ქსელისა და ტრანზაქციების მეშვეობით ახორციელებდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-რეალიზაციისთვის ასევე დაკავებულია ირანის ორი მოქალაქე.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ახალი თაობის ე.წ. ვარდისფერ ამფეტამინს ყიდდნენ.
„ხუთი გოგო წაიყვანეს გუშინ. ვერ გეტყვით რატომ წაიყვანეს. იძახდნენ, რომ ცხრა კიდევ გვყავს ასაყვანიო. აქ არ ცხოვრობდნენ, “-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ერთი პირი დაკავებულია კახეთში. დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ ახალგაზრდამ ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობა კურიერად დაიწყო, მოგვიანებით კი გაიგო, რომ ნარკოტიკების რეალიზებაში იღებდა მონაწილეობას.
„დააკავეს ყვარელში, მეუღლის საცხოვრებლის სახლში. მაგრამ ამის გავრცელება ხდებოდა თბილისში. 21 წლის ბიჭია, რომელიც თავიდან მიიწვიეს, როგორც სამუშაოზე კურიერად, რომ მიხვდა რაშია საქმე მერე უარი უთხრა, მაგრამ უკვე ორი დღე „იმუშავა“,“-ამბობს აკაკი ლომიძის ადვოკატი რუსუდან ხარჩილავა.