ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უსუფაშვილი: “მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით საკმაოდ რთული მდგომარეობა გვაქვს”

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში” განაცხადა, რომ არსებობს თავისუფალი მედიაც მაგრამ ძირითადად იგივე მდგომარეობა გვაქვს რაც ადრე.

მისი შეფასებით, როდესაც „ტყუილის ტელევიზიას“ ორი მსგავსი ტელევიზიით უპირისპირდები, სამ „ტყუილის ტელევიზიას“ ღებულობ.

“დიახ, ჩვენ გვაქვს თავისუფალი მედიაც, მაგალითად თქვენი და კიდევ რამოდენიმე, მაგრამ მაინც იგივე მდგომარეობა გვაქვს ძირითადი მედიასაშუალებების თვალსაზრისით, რაც გვქონდა უწინ. ახლა ის უბრალოდ გაყოფილია, მაშინ მონოპოლიზებული იყო. მედიასივრცის 80-85% შავბნელ წარსულში იყო ერთი ძალის ხელში, დღეს იგივე პროცენტი გადანაწილებულია ორ ძალას შორის. კი მეტი სინათლეა, მაგრამ არ არის საკმარისი. ტყუილის ტელევიზიას რომ ვეძახით ერთ ტელევიზიას, იმ ტელევიზიას მეორე და მესამე ტყუილის ტელევიზიით თუ ებრძვი, ჯამში ქვეყანაში სამჯერ ტყუილს იღებ, ტყუილს კუბში. მედიას თავისუფლებასთან დაკავშირებით, ბიზნეს თავისუფლებასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ თავისუფლებასთან დაკავშირებით მდგომარეობა საკმაოდ რთული გვაქვს. როდესაც პოლიტიკური სისტემა მონოპოლიზებულია, ბიზნეს, მედია და ამ ტიპის სხვა პროფესიის წარმომადგენლებსაც ბუნებრივად ექმნებათ ის ვითარება, რომ ისინი არიან ამ მონოპოლიზებული სისტემის შიგნით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

იტვირთბა....